Accentnews.ge
"ბაბუა დევიდი", რომელიც ICU–ში დღენაკლულ და ავადმყოფ ჩვილებს 14 წლის განმავლობაში უსასყიდლოდ უვლიდა, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

"ბაბუა დევიდი", რომელიც ICU–ში დღენაკლულ და ავადმყოფ ჩვილებს 14 წლის განმავლობაში უსასყიდლოდ უვლიდა, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

21/11/2020 19:16:06 მსოფლიო

აშშ–ში, ატლანტაში მცხოვრები დევიდ დოტჩმანი მეტსახელად "ბაბუა დეივიდი", "ინტენსიური თერაპიის განყოფილების ბაბუა", "ჩვილებთან მოჩურჩულე" 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დოტჩმანი საერთაშორისო გაყიდვებში მუშაობდა. მან პენსიაზე გასვლის შემდეგ გადაწყვიტა, ატლანტას ბავშვთა საავადმყოფოში მოხალისედ დაეწყო მუშაობა. დოტჩმანმა სპეციალური მოსამზადებელი კურსი გაიარა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ICU) დღენაკლულ და ავადმყოფ ჩვილებს 14 წლის განმავლობაში უსასყიდლოდ უვლიდა.

"დოტჩმანთან ერთად ამ კლინიკაში 8 წლის განმავლობაში ვიმუშავე და მე არ მინახას, რომ მის ხელში ბავშვს ეტიროს. იგი არასოდეს ტოვებდა ჩვილს მარტო, როცა იცოდა, რომ ბავშვის მშობლებს ან ახლობლებს ჩვილთან ყოფნა არ შეეძლოთ", – აცხადებს ატლანტას ბავშვთა საავადმყოფოს მედდა ჯოანა სლეიდი.

მისივე თქმით, დოტჩმანს პანკრეასის კიბოს IV სტადია დაუდასტურდა. იგი დიაგნოზის დასმიდან 17 დღეში გარდაიცვალა.

მას შემდეგ, რაც ატლანტას ბავშვთა საავადმყოფოს თანამშომლებმა "ბაბუა დევიდის" დიაგნოზის შესახებ შეიტყვეს, მათ დოტჩმანის სახლის წინ ერთგვარი წარმოდგენა მოაწყვეს. მედპერსონალმა კლინიკის კუთვნილი მანქანა ბუშტებით, ფერადი ლენტებითა და გულის ფორმის ბანერებით მორთეს და დოტჩმანის სახლის წინ გაატარეს.

"მისმა შთამომავლობამ ნამდვილად უნდა იამაყოს იმ საქმით, რასაც ბატონი დოტჩმანი აკეთებდა", – დასძინა ჯოანა სლეიდმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S