
დღეიდან 22:00 სთ-დან დილის 05:00 სთ-მდე ქუჩაში გადაადგილება კვლავ აკრძალულია
22/11/2020 06:18:02 საზოგადოება
დღეიდან, 22 ნოემბრიდან ე.წ. კომენდანტის საათი ღამის 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ისევ მოქმედებს.
ქვეითებისა და სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა კვლავ მოქმედებს ქვეყნის დიდ ქალაქებში, მათ შორის – თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ფოთი და ზუგდიდი.
გადაადგილებაზე შეზღუდვა 21-22 ნოემბერს გამონაკლისის სახით დროებით გაუქმდა მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის გამო.