Accentnews.ge
Moderna-ს მიერ წარმოებული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა 25-დან 37 დოლარამდე ეღირება

Moderna-ს მიერ წარმოებული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა 25-დან 37 დოლარამდე ეღირება

22/11/2020 06:50:21 მსოფლიო

ამერიკულ კომპანია Moderna-ს მიერ წარმოებული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა 25-დან 37 აშშ დოლარამდე ეღირება. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა სტეფან ბანსელმა განაცხადა.

"კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის ფასი დაახლოებით იგივე ფარგლებში იმერყევებს, როგორც ეს გრიპის ვაქცინების შემთხვევაშია (10–დან 50 დოლარამდე). მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ევროკავშირის კომისიასთან, თუმცა ჯერ შეთანხმება ხელმოწერილი არ არის", – აღნიშნა ბანსელმა

მისი თქმით, ვაქცინის ფასი ასევე დამოკიდებული იქნება შეკვეთების მოცულობაზე. წინასწარი მონაცემებით, Moderna წლის ბოლომდე ვაქცინის 20 მილიონი დოზის წარმოებას გეგმავს, მომდევნო წლის განმავლობაში კი, მილიარდზე მეტის.

ცნობისთვის: მიმდინარე თვეში კომპანიებმა Pfizer-მა და BioNTech–მა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, გერმანულ-ამერიკული წარმოების კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინამ - BNT162-მა 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა. 16 ნოემბერს ​ამერიკულმა კომპანია "Moderna"–მაც განაცხადა, რომ მის მიერ შექმნილმა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 58 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 58 508 271 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 386 729 ადამიანი იმსხვერპლა. 40 473 821დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 100 684 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 81 783 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 927გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S