
ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, „ცხელ კერად“ საქართველოს ექვსი რეგიონი რჩება
22/11/2020 07:14:37 საზოგადოება
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 4 048 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ყველაზე მეტი, 1 602 - თბილისში. გარდაიცვალა 49 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 856.
ახალი შემთხვევები დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
თბილისი – 1 602;
აჭარა – 447;
იმერეთი – 772;
ქვემო ქართლი – 223;
შიდა ქართლი – 241;
გურია– 114;
სამეგრელო– ზემო სვანეთი – 389;
კახეთი –164;
მცხეთა-მთიანეთი –48;
სამცხე-ჯავახეთი –44;
რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი – 4;
ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 18 091 აქტიური შემთხვევაა. 6 189 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 3 449 - კოვიდ-სასტუმროში, 8 453 - ბინაზე. საკარანტინო სივრცეში 2 159 ადამიანი იმყოფება. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 864–ს შეადგენს. მათგან 386 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 104732 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 85639 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 976 გარდაიცვალა.