„ევექსის ჰოსპიტლების“ დირექტორი: "შევთანხმდით, რომ ერთ კვირაში დამატებით დაახლოებით 110 საწოლი გამოიყოფა"

23-11-2020 19:16:47 საზოგადოება ,რეკლამა

„ევექსის ჰოსპიტლების" დირექტორის გიორგი მინდიაშვილის განცხადებით, ერთ კვირაში დამატებით დაახლოებით 110 საწოლი გამოიყოფა.

როგორც მინდიაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრის შედმეგ განაცხადა, დამატებითი რესურსები არსებობს და მნიშვნელოვანია უკვე არსებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება, რომ ჰოსპიტალური სერვისი მიიღოს მოსახლეობის იმ ნაწილმა, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

„მნიშვნელოვანია უკვე არსებული, გამოყოფილი რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება, რომ ჰოსპიტალური სერვისი მიიღოს მოსახლეობის იმ ნაწილმა, ვისაც ეს რეალურად ყველაზე მეტად სჭირდება და არ მოხდეს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა. ახლა ძირითადი ამოცანა დგას ასე და ვმუშაობთ ამ საკითხზე, რომ მაქსიმალურად გაეფექტურდეს არსებული გამოყოფილი საწოლები, სადაც რესურსები ჯერ კიდევ არის, რაც ყველაზე მთავარია. ვითარება რთულია, თუმცა მართვასა და კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს", - განაცხადა გიორგი მინდიაშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები