მამაკაცს, რომელმაც ყოფილ მეუღლეს საკანცელარიო დანის გამოყენებით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა, 13–დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება

23-11-2020 19:59:44 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს ­თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი1976 წელს დაბადებული ა.გ. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თავის ყოფილ მეუღლეს - 1983 წელს დაბადებული თ.პ-ს მისსავე სამსახურში - გლდანში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში მიაკითხა, რითაც დაარღვია თ.პ.-ს დაცვის მიზნით მის მიმართ სამართალდამცველების მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერი და ყოფილ მეუღლეს საკანცელარიო დანის გამოყენებით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. თ.პ. სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - საკანცელარიო დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების 13-დან 17 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", – აცხადებენ შსს–ში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები