"საწოლი ადგილები ვერ გაჩნდებოდა, რაც არ უნდა მოენდომებინა ქვეყანას"

24-11-2020 12:13:03 საზოგადოება ,საშინაო პოლიტიკა

"საწოლი ადგილები ვერ გაჩნდებოდა, რაც არ უნდა მოენდომებინა ქვეყანას", - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა წევრმა გია ვოლსკიმ კითხვას ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ხარვეზების შესახებ.

"ჯანდაცვის მენეჯმენტი ზუსტია, ისეთია, როგორიც უნდა იყოს, საერთაშორისო სტანდარტია, აქ ახალს ვერაფერს მოიგონებ. ეკატერინე ტიკარაძე არის ერთ-ერთი მეომარი. აი, ამ რთულ ვითარებაში და მის საქმიანობას კონკრეტული ხინჯი არ გააჩნია. რაც შეიძლება სწრაფად გავრცელდეს პანდემია – ეს არის მთავარი ამოცანა ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის და მასთან დაკავშირებული მედიასაშუალებების", -განაცხადა ვოლსკიმ.

გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 39 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3128 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3 045 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 111 818 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 92 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 051 გარდაიცვალა.