"ფაქტები მაძლევს საუბრის უფლებას, რომ აქციები იყო კორონავირუსის გამავრცელებელი"

24-11-2020 13:44:05 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მას ფაქტები აძლევს იმის თქმის უფლებას, რომ აქციები ნამდვილად იყო ვირუსის გამავრცელებელი.

"აქციებთან მიმართებაში ჩვენ ვხედავთ ფაქტებს და ეს მაძლევს მე და ასევე ქალბატონ მაია ცქიტიშვილს იმის მტკიცებულებით ფორმაში საუბრის უფლებას, რომ ნამდვილად იყო გამავრცელებელი. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მოსაზრება, ჩვენ ვიცით არაერთი ქვეყნის მაგალითი, სადაც მსგავსმა ქმედებებმა გამოიღო შედეგი და მოხდა ვირუსის გავრცელება. ძალიან ბევრმა ქვეყანამ, გაცილებით უფრო ძლიერმა, ვიდრე არის საქართველო, იქონია პოსტარჩევნების ეფექტი და ჩვენც გვაქვს დღეს ეს ეფექტი ინფექციის გავრცელებასთან მიმართებაში", - განაცხადა ტიკარაძემ.

გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 39 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3128 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3 045 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 111 818 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 92 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 051 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები