საქართველოდან 1 928 ტონა მანდარინია ექსპორტირებული

24-11-2020 14:26:55 საზოგადოება ,რეკლამა

1 აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში 1 928 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 941 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა სომხეთში (883 ტონა) და რუსეთის ფედერაციაში (899 ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე უკრაინაში, მოლდოვასა და ყაზახეთში. „მოსავლის აღება-დაბინავების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით, მუშაობს შესაბამისი შტაბი. არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება, გადამუშავება, ნაკადების კონტროლი და აღრიცხვა ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ხდება. სტანდარტულ მანდარინს 30-მდე საწარმო ჩაიბარებს. რაც შეეხება არასტანდარტულ ნაყოფს, ქობულეთის საკონსერვო ქარხანა მიიღებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები