საქართველოს 10 ქალაქში სწავლა სემესტრის დასრულებამდე დისტანციურ რეჟიმში იქნება

24-11-2020 15:20:27 საზოგადოება

საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო საქართველოს 10 დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გორში, გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში, 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე ყველა კლასისთვის, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში, სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში იქნება.

რაც შეეხება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები