ქუთაისის მე-4 პოლიკლინიკის 20 თანამშრომელი კორონავირუსით ინფიცირებულია

24-11-2020 15:36:12 საზოგადოება

ქუთაისის მე-4 შერეული პოლიკლინიკის 20 თანამშრომელი კორონავირუსით ინფიცირებულია.

კლინიკის მთავარი ექიმის მოადგილის ინფორმაციით, ინფიცირებულთა შორის არიან სამედიცინო დაწესებულების მთავარი ექიმი და დირექტორი.

გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 39 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3128 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3 045 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 111 818 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 92 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 051 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები