ფეისბუქში პლატფორმა „კოვაიდერი“ შეიქმნა, რომელიც მომხმარებელს კორონავირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციას მიაწვდის

24-11-2020 16:05:26 საზოგადოება

ფეისბუქში პლატფორმა „კოვაიდერი“ შეიქმნა, რომელიც მომხმარებლებს კორონავირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციას მიაწვდის. მომხმარებლების კითხვებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ავტომატურ რეჟიმში უპასუხებს.

იმისათვის, რომ აღნიშნული პლატფორმა გამოიყენოთ, “ფეისბუკზე” უნდა მოძებნოთ გვერდი Covider – კოვაიდერი და დიალოგის დასაწყებად შეტყობინების სახით გაგზავნოთ ნებისმიერი ტექსტი. ამის შემდეგ, აპლიკაცია გკითხავთ დაავადებაზე ინფორმაციის მიღება გსურთ, თუ კორონავირუსი დაგიდასტურდათ.

შესაბამისი მიმართულების არჩევის შემდეგ აპლიკაცია შესაბამის რეკომენდაციებს მოგცემთ.

„კოვაიდერი“ „ერთიანობის“ (საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე - ნინო ზამბახიძე, აჭარა ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე - ვალერი ჩეხერია, ბიზნეს აქსელერატორი სპარკის მენეჯერი - სანდრო კანდელაკი, ბიზნესექსპერტი გოგა საათაშვილი) დაფუძნებლებმა ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვთან ერთად შექმნეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები