"თუ ასე გაგრძელდა, აუცილებლად დადგება მომენტი, როცა საექიმო საზოგადოება შეწყვეტს ჰუმანურ ექიმობას"

24-11-2020 23:05:55 საზოგადოება

"აუცილებლად დადგება მომენტი, საექიმო საზოგადოება შეწყვეტს ჰუმანურ ექიმობას, რაც ძალიან ცუდია, თუმცა თუ ასე გაგრძელდა, გარდაუვალია", - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ეთერში ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

"კოლაფსია, იმიტომ, რომ ამ წუთში, რეანიმაციას არ აქვს საშუალება არც ერთი პაციენტის მიღების საწოლფონდის არარსებობის გამო. დღითიდღე იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა. თუ ადამიანებმა არ შეიცვალეს ფსიქოლოგიური განწყობა, და ისევ ისე, როგორც ვაკეთებდით, კონსერვატორიული მიდგომა თუ არ აირჩია სახელმწიფომ, ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა, როგორც 2X2=4-ია, აუცილებლად, ძალიან მალე ჩამოინგრევა. ვიძახდი და გავიმეორებ, ჩვენც რესურსი გვაქვს, აუცილებლად დადგება მომენტი, საექიმო საზოგადოება შეწყვეტს ჰუმანურ ექიმობას, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ, თუ ასე გაგრძელდა, გარდაუვალია და აღნიშნულიდან გამომდინარე, მკურნალობა წავა არჩევითად, რაც ძალიან ცუდია და სულ ამაზე მტკიოდა გული, რომ ექიმობა თავის პრინციპს დაკარგავს," - განაცხადა რატიანმა.

მისი თქმით, არჩევითად მკურნალობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ ამ სერვისს ვეღარ მიიღებენ:

"სასწრაფო სამედიცინო დახმარება ახდენს ტრიაჟს და როგორც ახლა ხდება დაყოვნება, უარესად დაყოვნდება და ვერ მოხვდებიან მიზანმიმართული ჯგუფები კლინიკებში, ყველამ უნდა მოიფიქროს რაღაცა, პირველ რიგში, ჯანდაცვის სამინისტრომ, რომ მიზანმიმართულმა ჯგუფებმა მიიღონ სამედიცინო დახმარება. ამისთვის, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს".

რატიანის თქმით, გადარჩენის ამოსავალი წერტილი ინფიცირების ჯაჭვის გაწყვეტაა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები