ბათუმში, კოვიდ–სასტუმროში ინფიცირებული პაციენტი ექთანს სამართებლით თავს დაესხა

25-11-2020 14:00:56 სამართალი

ბათუმში, ერთ-ერთ კოვიდ–სასტუმროში პაციენტი ექთანს თავს დაესხა და დაზიანებები მიაყენა.

როგორც ექთანი ასმათ ვარშალომიძე "პირველ არხთან" საუბრისას აცხადებს, პაციენტი „მეტადონის“ პროგრამით სარგებლობს და იგი დამატებით ითხოვდა ძლიერმოქმედ მედიკამენტებს.

„ექთანი მას აძლევდა „მეტადონს“, ღამით არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ მაინც ვაძლევდით „გლიცინს“ და „ვალერიანს“, თუმცა ის არ კმაყოფილდებოდა და უფრო ძლიერ მედიკამენტს ითხოვდა. არ მეგონა, რომ თავს დამესხმებოდა. ერთ-ერთ პაციენტს გვერდით ოთახში წნევას ვუზომავდი, მომეპარა და ხალათით მახრჩობდა. ყელზე მომაბჯინა ბრიტვა, დასერილი მაქვს ხელები. პაციენტი მომეშველა და გადამარჩინა, თორემ არ ვიცი, რითი დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. ამჟამად პოლიციაში ვარ დაკითხვაზე“, – განაცხადა ასმათ ვარშალომიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ცნობით, პაციენტი პოლიციამ კოვიდ–სასტუმროდან ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები