
"პანიკის საფუძველი არ არსებობს, ქვეყანაში ხორბლის საკმარისი მარაგებია"
28/06/2019 15:36:22 ეკონომიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით,
პანიკის საფუძველი არ არსებობს, ქვეყანა ხორბლის საკმარისი მარაგებია და ალტერნატიული წყაროებიც მონახვადია. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს რუსეთიდან ხორბლის იმპორტზე შეზღუდვების შესაძლო დაწესებაზე საუბრისას განუცხადა. რისკებით ჟურნალისტები დაინტერესდნენ.
„ამ სავაჭრო ურთიერთობებში ჩართულია ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დაკარგავს თავის შემოსავალს ან მისი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება. მესმის მეხორბლეთა პოზიციები, რომ ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს პრაგმატული და ჩვენ გარკვეული პასუხისმგებლობები გვაკისრია.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრაგმატულად და საღად წარვმართოთ კომუნიკაცია და მართვის პროცესი რთულ ვითარებაში, რომელიც გამოწვეულია ფაქტობრივად, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის მიერ“, - განაცხადა დავითაშვილმა.