Accentnews.ge
"შეზღუდვები შესაძლოა, სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ დისკრიმინაციული იყოს"

"შეზღუდვები შესაძლოა, სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ დისკრიმინაციული იყოს"

27/11/2020 09:39:49 სამართალი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები შესაძლოა, არადომინანტი რელიგიური გაერთიანებების მიმართ, დისკრიმინაციული იყოს

ლომჯარიას თქმით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები მსგავსად მიემართებოდეს ყველა რელიგიურ გაერთიანებას, რათა მათ თანასწორ საფუძველზე შეძლონ რელიგიის თავისუფლების რეალიზება.

"რომელიმე რელიგიური გაერთიანებისთვის უპირატესობის დაუსაბუთებლად მინიჭებით, ბუნდოვანი რჩება სხვა გაერთიანებებისთვის ამავე უფლების ჩამორთმევის ლეგიტიმურობა".

სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს მთავრობას, განიხილოს ზემოაღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაწესების შესაძლებლობა იმ რელიგიურ დღესასწაულებზე, რომელთა აღნიშნვაც ღამის თევას ითვალისწინებს.

ცნობისთვის: 26 ნოემბერს საქართველოს პრემიერ–მინისსტრმა გიორგი გახარიამ ახალ შეზღუდვებზე საუბრისას შემდეგი განაცხადა:

"გადაადგილების შეზღუდვას, რომელიც იქნება მთელი ამ 2 თვის განმავლობაში, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, რა თქმა უნდა, ჩვენ ახალი წლის ღამეს მოვხსნით, ისევე, როგორც მოვხსნით შობის ღამეს. ამ ორ დღეს, გადაადგილებაზე შეზღუდვა, ქვეყნის მასშტაბით, არ იქნება".

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

ახალი შეზღუდვების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S