თბილისში, დიღმის მასივში "საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს
27/11/2020 09:46:35 სამართალი
თბილისში, დიღმის მასივში "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია დიდი ოდენობის თანხა.
როგორც შსს-ში აცხადებენ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.


