ფხაკაძე: „დღეს აქეთაა ბიზნესი გასამხნევებელი“

27-11-2020 18:26:59 ეკონომიკა

ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ სადღეისოდ ბიზნესს გამხნევება სჭირდება და ამისთვის საშემოსავლო გადასახადის თაობაზე გადაწყვეტილება საკმარისი არ იქნება.

„დღეს აქეთაა ბიზნესი გასამხნევებელი და უნდა გაამხნეოს ხელისუფლებამ. გულახდილად გეტყვით, რომ საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ასეულობით მილიონ ლარს ეხება, კრიტკულად მნიშვნელოვანი იყო. ამას გეუბებით როგორც ბიზნესმენი, ვიცი საკუთარ კომპანიაში, ბიზნესში მდგომარეობა. ჩვენი წევრები თითქის ყოველდღიურ რეჟიმში მოითხოვდნენ უკუკავშირს, ამდენად მივესალმები – ძალიან ღირებული იყო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ იმასაც გულახდილად ვამბობ, რომ ეს საკმარისი არ იქნება“,– განაცხადა ფხაკაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის: ოქტომბერში ბიზნესმენებისა და პრემიერის შეხვედრის შემდეგ, რმელზეც მათ მიიღეს დაპირება, რომ „ლოკდაუნი“ არ იქნება, ფხაკაძემ განაცხადა, რომ მათ პრემიერი გაამხნევეს, რომელსაც გამხნევება არ სჭირდებოდა. აღნიშნულს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები