Accentnews.ge
ნარკოტიკული დანაშაულისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავეს

ნარკოტიკული დანაშაულისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავეს

30/11/2020 07:00:37 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, რომელსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ედება ბრალად.

უწყებიც განცხადებით, ბრალდებული თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს და ჩხრეკის შედეგად, "ჰეროინის" შემცველი 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. ასევე, ამოღებულია 8390 ლარი და 400 დოლარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S