მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 29 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 4.8 მლნ აშშ დოლარის ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა

30-11-2020 11:44:22 ეკონომიკა ,რეკლამა

მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 29 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 9 088 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტის ღირებულებამ 4.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა 27%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება, 31%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. ამავე პერიოდში, 3%-ით გაიზარდა ხურმისა და კარალიოკის საექსპორტო ფასი.

მიმდინარე წელს წარმოებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (4 004 ტონა), უკრაინასა (2 931 ტონა) და სომხეთში (2 009 ტონა), ასევე, ბელარუსში, ყატარში, მოლდოვაში, ჰონკონგში, ყაზახეთსა და უნგრეთში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები