2020 წლის 1 აგვისტოდან 29 ნოემბრამდე ექსპორტირებული ვაშლის ღირებულებამ 2.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

30-11-2020 12:09:07 ეკონომიკა ,რეკლამა

2020 წლის 1 აგვისტოდან 29 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 5 562 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტირებული ვაშლის ღირებულებამ 2.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 13-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

მიმდინარე წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, ყაზახეთში, სომხეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები