ავსტრალია ჩინეთისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

30-11-2020 14:00:20 მსოფლიო

ავსტრალია ჩინეთისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

ავსტრალიის პრემიერ- მინისტრ სკოტ მორისონის განცხადებით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს–სპიკერის ჩჟაო ლიცზიანის მიერ "ტვიტერში" "ყალბი ფოტო გამოქვეყნდა", რომელზეც პეკინის მტკიცებით, ფოტოზე ავსტრალიელი ჯარისკაცია გამოსახული. იგი სისხლიანი დანით ხელში ბავშვის გვერდით ზის. ბავშვს კი ხელში ბატკანი უჭირავს".

მორისონის თქმით, პეკინს "საზიზღარი" სურათის გაზიარების გამო უნდა შერცხვეს.

ცნობისთვის: მიმდინარე თვის დასაწყისში ავსტრალიის თავდაცვის ძალებმა ანგარიში გამოაქვეყნეს. დოკუმენტის თანახმად, 2009 –2013 წლებში ქვეყნის 25 ჯარისკაცს ავღანეთის კონფლიქტის დროს 39 მშვიდობიანი მოქალაქის უკანონოდ მოკლვას ედავებიან. ავსტრალიამ აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები