კრემლი მოლდოვას ახალი პრეზიდენტის იდეას, ჩაანაცვლოს დნესტრისპირეთში რუსი სამშვიდობოები, "დესტაბილიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად" აფასებს

30-11-2020 14:39:43 მსოფლიო

კრემლის განცხადებით, მოლდოვას ახალი პრეზიდენტის მაია სანდუს იდეა, "ჩაანაცვლოს დნესტრისპირეთში განლაგებული რუსი სამშვიდობოები, სერიოზული დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია".

მაია სანდუმ ამასწინათ განაცხადა, რომ იგი "რუსი სამშვიდობოების ეუთო–ს სამოქალაქო დამკვირვებლებით ჩანაცვლების თაობაზე გამოთქმულ მოსაზრებას მზარდ უჭერს".

შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს მოლდოვაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპული განწყობების მქონე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მაია სანდუმ გაიმარჯვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები