ბათუმში ვითარება დაიძაბა, ერთ–ერთ მომიტინგეს პოლიციის მანქანაც შეეჯახა

30-11-2020 15:01:02 სამართალი

ბათუმში, მთავრობის სახლთან, სადაც აქცია დილიდან მიმდინარეობს, ვითარება მოულოდნელად უკიდურესად დაიძაბა. ადგილზე მომიტინგეებსა და პოლიცელებს შორის შეტაკებებია. ოფიციალური მონაცემებით, დააკავეს ერთი პირი. ამასთან, დემონსტრანტი შეუძლოდ გახდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. კიდევ ერთი მოქალაქე პოლიციის მანქანას წინ გადაუდგა, რომელსაც დაკავებული ადგილიდან გაჰყავდა და მას მანქანა დაეჯახა.

დაპირისპირებას წინ უძღოდა მოძრაობა „იმოქმედეს“ პერფორმანსი. მათ მთავრობის სახლთან ბუშტები მიიტანეს წარწერით, „ჩამოდი, ხალხს ელაპარაკე!“ და მთავრობის სახლთან დაამაგრეს.

„ბუშტებმა გააღიზიანა რიჟვაძე, გასცა დარბევის ბრძანება, ორი ადამიანი დააკავეს, ერთი ძაღლივით ჰყავთ ბოძზე მიბმული, ორი დაშავებულია, რა უბედურებაა ეს?!“,– განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა, რომელიც ასევე აქციაზე იმყოფება.

აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის მეთაურთან შეხვედრა სურდათ. ისინი არ აპირებდნენ ადმინისტრაციულ შენობაში მის შეშვებას, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით, რიჟვაძემ სამუშაო კაბინეტში შეღწევა შეძლო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები