იტალიის სამხრეთ რეგიონში სახლები 1 ევროდ გაიყიდება

30-11-2020 15:32:45 მსოფლიო

იტალიის სამხრეთ რეგიონ მოლისეში, სოფელ კასტროპიანოში სახლები 1 ევროდ გაიყიდება​.

სოფელი რომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 140 მილში მდებარეობს.

აღნიშნული გადაწყვეტილება კასტროპიანოს მერმა ნიკოლა სკაპილატიმ დეპოპულაციის პრობლემასთან გასამკლავებლად და სოფლის იერსახის აღსადგენად მიიღო.

მყიდველი ვალდებულია ქონების რესტავრაცია 3 წლის განმავლობაში დაასრულოს. იგი საჭირო სარემონტო სამუშაოების დასაწყისში ბეს სახით იხდის 2000 ევროს. მას სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნული თანხა სრულად უბრუნდება.

"მივესალმები ყველას, ვისაც აქ სახლის შეძენა სურს. ნებისმიერ მსურველს ელექტრონული ფოსტით შეუძლია, დამიკავშირდეს (nicola.scapillati[AT]me.com) და გამომიგზავნოს დეტალური გეგმა – რისი გაკეთებაც სურს - იქნება ეს საცხოვრებელი სახლი, მაღაზია თუ სხვა რამ. გარდა ამისა, მსურველმა უნდა გამოაგზავნოს მისი მოთხოვნების დეტალური ჩამონათვალი. აქ სოფელი პატარაა, ქუჩები ვიწროა და მანქანები ვერ იმოძრავებენ. რაც უფრო კონკრეტული იქნება დაინტერესებული პირის გეგმა და მოთხოვნები, მით უფრო დროულად შევძლებ მისთვის სასარგებლო სახლის მოძიებას", –აცხადებს სოფლის მერი.

მისივე თქმით, სოფელში ამჟამად 900–მდე ადამიანი ცხოვრობს, მათი 60% 70 წელს გადაცილებულია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები