Accentnews.ge
ონკოლოგიური მკურნალობის ხელმისაწვდომობა საქართველოში

ონკოლოგიური მკურნალობის ხელმისაწვდომობა საქართველოში

30/11/2020 11:45:02 ანალიზი

ონკოლოგიური დაავადებები მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს. მსგავსი დაავადებების მკურნალობა რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს მოითხოვს. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დღეის მდგომარეობით საქართველოში 40 ათასამდე ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტია აღრიცხული. არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტი" საქართველოში ონკოლოგიური მკურნალობის ხელმისაწვდომობის საკითხით დაინტერესდა, გააანალიზა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან დაკავშირებით ქვეყანაში მოქმედი სახელმწიფო პროგრამები და მის მიერ მომზადებული კვლევიდან ირკვევა, რომ მოქალაქეებისათვის მსგავსი დაავადებების სრულფასოვანი მკურნალობის ხელმისაწვდომობა კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა:

"ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის დაფინანსების ძირითად ნაწილს უზრუნველყოფს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მოთხოვნილი და ანაზღაურებული თანხების მაჩვენებლები აჩვენებს, რომ პროგრამა 100%-იანი თანაგადახდის პირობებშიც ვერ უზრუნველყოფს, მათ შორის სოციალურად დაუცველი და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ონკოლოგიური მკურნალობის მინიმალური სამედიცინო საჭიროებების სრულფასოვან დაფინანსებას".

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ "2020 წლის 1 სექტემბრიდან არაქირურგიულ მკურნალობაზე დადგენილი ლიმიტების ზრდა მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მსგავსი მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, თუმცა კვლევაში განხილული საკითხები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, საქართველოს ხელისუფლების მოსაზრებას ამ გადაწყვეტილებით მოქალაქეებისათვის ონკოლოგიური მკურნალობის სრული კურსის ფინანსურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. მაგალითად, კვლავ გამოწვევად რჩება ონკოლოგიურ ოპერაციებზე დაწესებული ლიმიტები, ცალკეული მოწყვლადი ჯგუფების თანაგადახდის პროცენტული მაჩვენებლები და სხვა".

"ონკოლოგიური მკურნალობისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსების მიღმა დარჩენილი, საჭირო რესურსების გარკვეულ დაფინანსებას უზრუნველყოფს სხვადასხვა სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამები. თუმცა, მათი შეზღუდული ბიუჯეტის გათვალისწინებით ხშირ შემთხევაში დაფინანსების პროცენტი მინიმალურია. ამასთან, პროგრამის მართვის სპეციფიკა, დაფინანსების გაცემის არაერთგვაროვანი პრაქტიკა და მისი საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები მნიშვნელოვნად ზრდის დაფინანსების არასამართლიანი გადანაწილების რისკებს. ასევე, ცალკეული პროგრამების დადგენილი პირობების გათვალისწინებით, განსხვავებული შესაძლებლობები ეძლევა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მაცხოვრებელ მოსახლეობას. მაგალითად, მუნიციპალური ბიუჯეტში გათვალისწინებული განსხვავებული პროგრამები, ამბოლატორიულ პალიატიური მზრუნველობის პროგრამით შეზღუდული რეგიონები და სხვა.

ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს მოითხოვს, რომელიც მზარდი ტენდენციით ხასიათდება და მნიშვნელოვნად ზრდის სახელმწიფო ბიუჯეტის ტვირთს. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის, მათ შორის პანდემიის შედეგად არსებული მოლოდინების, გათვალისწინებით არსებობს მნიშნელოვანი საფრთხე არსებული მოდელით დაფინანსების ან/და ონკოლოგიური მკურნალობის არსებული ხარისხის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ონკოლოგიური დაავადების მკურნალობასთან დაკავშირებით სახელმწიფო დაფინანსების გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება. მათ შორის მიზანშეწონილია მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით დაიწყოს მსჯელობა საჯარო და კერძო პარტნიორობის ფარგლებში ონკოლოგიურ დაავადებებზე სავალდებულო დაზღვევის სიტემის დანერგვის შესახებ",– აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

კვლევის ძირითადი მიგნებები

- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ყოველწლიურად, მნიშვნელოვნად იზრდება სიმსივნის მიზეზით გარდაცვლილთა რაოდენობა. 2019 წელს, წინა წელთან შედარებით 544-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა ამ მიზეზით.

- საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციართა კატეგორიების მიხედვით ონკოლოგიური მკურნალობისათვის გათვალისწინებული თანაგადახდის პროცენტული მაჩვენებლები 70%-დან 100%-მდე მერყეობს.

- ყველაზე დაბალი თანადაფინანსების მქონე ბენეფიციარებს შორის არიან ის პირებიც, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ 70 000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულა.

- საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობაზე მოთხოვნილი დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება. 2015 წელს, მოთხოვნილი იყო დაახლოებით 50 მილიონი ლარის ანაზღაურება, 2019 წელს (ნოემბრის მდგომარეობით) ეს თანხა უკვე 68 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

- საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობაზე მოთხოვნილი თანხის ანაზღაურების პროცენტული მაჩვენებელი 2015-2019 წლებში 72% დან 75%-მდე მერყეობდა.

- სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულით 70,000 მდე) მოქალაქეებისათვის გათვალისწინებული 100%-იანი დაფინანსების მიუხედავად, ონკოქირურგიულ ოპერაციებზე გაცემული დაფინასების მაჩვენებელი, 2019 წელს 76%-მდე არის შემცირებული.

- სარეიტინგო ქულით 70 000-დან 100 000-მდე სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, მიერ ონკოლოგიურ მკურნალობაზე მოთხოვნილი თანხიდან ყოველწლიურად ფინანსდება დაახლოებით 68%. ქირურგიული მომსახურების დაფინასების მაჩვენებელი, მხოლოდ 55%-ს შეადგენს.

- 2020 წელს, აგვისტოს მდგომარეობით, რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური ოპერაციის დაფინანსების მოთხოვნით შევიდა 446 განცხადება (მოთხოვნილი თანხა 11,3 მილიონი ლარი, დადებითი გადაწყვეტილება -235 განცხადებაზე 1,3 მლნ ლარი), მედიკამენტების დაფინანსებს მოთხოვნით 3011 განცხადება (მოთხოვნილი თანხა 12,9 მილიონი ლარი, დადებითი გადაწყვეტილება - 2,431 განცხადებაზე 4,3 მილიონი ლარი), ხოლო სხვა სერვისებზე - 2394 განცხადება ( მოთხოვნილი თანხა 8,4 მილიონი ლარი, დადებითი გადაწყვეტილება 1,155

კვლევა ვრცლად იხილეთ აქ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S