Accentnews.ge
ნატო სამხრეთ კავკასიაში რუსეთის წარმოდგენილობის ზრდის საპასუხო ზომებზე იმსჯელებს

ნატო სამხრეთ კავკასიაში რუსეთის წარმოდგენილობის ზრდის საპასუხო ზომებზე იმსჯელებს

30/11/2020 13:01:22 კავკასია, საგარეო პოლიტიკა

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ხვალისთვის დაგეგმილ ონლაინ–შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად სამხრეთ კავკასიაში რუსეთის წარმოდგენილობის ზრდის საპასუხო ზომებსაც განიხილავენ.

"მინისტრები ალიანსის ქვეყნების ირგვლივ რუსეთის სამხედრო ძალების ზრდის ფაქტზე იმსჯელებენ. რუსეთი ახდენს ბირთვული არსენალის მოდერნიზაციას და აშენებს ახალ რაკეტებს. ის უფრო მეტ ძალებს ათავსებს ჩვენს სამეზობლოში, დაწყებული სირიიდან დამთავრებული ლიბიამდე. ამასთან, ბელარუსისა და მთიანი ყარაბაღის კრიზისების შემდეგ ჩვენ ვხედავთ რუსეთის კიდევ უფრო მეტად გაზრდილ წარმოდგენილობას. ​შესაბამისად, მინისტრები განიხილავენ იმას, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვუპასუხოთ რუსეთის მზარდ სამხედრო აქტივობას", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S