
საქართველოს პრეზიდენტი „ევრონუსის“ მიერ დაგეგმილ დებატებში მიიღებს მონაწილეობას
13/05/2019 18:46:23 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტელეკომპანია „ევრონუსის“ მიერ დაგეგმილ დებატებში - „ხალხის ევროპა თუ პოპულისტების ევროპა?“ მიიღებს მონაწილეობას.
„ევრონიუსის“ ცნობით, დებატებში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, ეკონომიკისა და ფინანსების საკითხებში ევროკომისარი პიერ მოსკოვიჩი, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარიო მონტი და ევროპარლამენტში ლიბერალებისა და დემოკრატების ჯგუფის თავმჯდომარე გი ვერჰოფსტადტი მიიღებენ მონაწილეობას.
„ევრონიუსი“ მასპინძლობს დებატებს, რომელიც ეხება ევროპარლამენტის არჩევნებზე ერთ-ერთ მთავარ თემას – პოპულისტების აღზევებას და ფინანსურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ გავლენას ევროპის ახალ პოლიტიკურ ლანდშაფტზე“, – ნათქვამია „ევრონიუსის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021