Accentnews.ge
50 000–მდე ადამიანით დასახლებული ქალაქი შესაძლოა, სასწრაფო დახმარების ბრიგადის გარეშე დარჩეს

50 000–მდე ადამიანით დასახლებული ქალაქი შესაძლოა, სასწრაფო დახმარების ბრიგადის გარეშე დარჩეს

30/11/2020 13:51:44 რეგიონები, საზოგადოება

გორი, რომელშიც დაახლოებით, 50 000 ადამიანი ცხოვრობს, შესაძლოა, სასწრაფო დახმარების ბრიგადების გარეშე დარჩეს: ქალაქს ადრე ექვსი ჯგუფი ემსახურებოდა, თუმცა კორონავირუსით ინფიცირების გამო, სადღეისოდ მხოლოდ ორი ჯგუფი მუშაობს, ინფიცირებულები არიან სასწრაფოს ექიმები, ექთნები, მძღოლები. მხოლოდ ორი ჯგუფი კი მნიშვნელოვნად გაზრდილ გამოძახებებს ვერ აუდის.

შექმნილ ურთულეს ვითარებაზე თავად მედიკოსები საუბრობენ.

„ვმუშაობთ, ამას თუ მუშაობა ჰქვია. ძალიან ბევრი გამოძახებაა, მაგრამ როგორ აუვალთ, როდესაც ექვსი ბრიგადის შესასრულებელი სამქმე ორმა უნდა შეასრულოს? ექვსიც ვერ ავუდიოდით! კორონავირუსი აქვთ ექთნებსაც, მძღოლებსაც.... საავადმყოფოებთან ძალიან დიდხანს გვაყოვნებენ, არ იღებენ პაციენტებს, არ გვიტესტავენ და ძალიან ცუდად გვექცევიან! ამდენი წელია, სასწრაფო დახმარებაში ვუშაობ და მსგავსი რამ არ მაქსოვს“,– ყვება მედიკოსი „პირველებთან“.

ცნობისთვის: დღეს გორში, ქუჩაში 65 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის შეუძლოდ გახდა, გამვლელებმა სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა მათი ცნობით, ჯგუფი ადგილზე 50 წუთის დაგვიანებით მივიდა, მამაკაცი კი უკვე გარდაცვლილი იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S