Accentnews.ge
ბათუმის დაჯარიმებული ფიტნესკლუბის ინტერესებს საია დაიცავს

ბათუმის დაჯარიმებული ფიტნესკლუბის ინტერესებს საია დაიცავს

30/11/2020 14:47:32 სამართალი

​საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმში დაჯარიმებული ფიტნესკლუბის ინტერესებს დაიცავს. არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დადგენილება, რომლის საფუძველზეც კლუბი დააჯარიმეს და შემდეგ უკვე სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყეს, კონსტიტუციასთან შეუთავსებელია.

ფიტნესკლუბი Reformerfitness არ ემორჩილება მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს, რომლის მიხედვითაც მან საქმიანობა უნდა შეაჩეროს. კომპანია შრომის ინსპექციამ 10 ათასი ლარით უკვე დააჯარიმა, თუმცა მან საქმიანობა გააგრძელა. ამ მიზეზით კომპანიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S