ქუთაისის ერთ–ერთი საავადმყოფოდან დაკარგული კაცი გარდაცვლილი იპოვეს

30-11-2020 19:16:02 სამართალი

ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან დაკარგული კაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, კაცი ონკოლოგიური პაციენტი იყო და მას მეხსიერების პრობლემები ჰქონდა. არსებობს ვერსია, რომ პაციენტი კლინიკასთან ახლოს მდებარე ტყეში გავიდა და გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

პაციენტის გაუჩინარების შესახებ 27 ნოემბერს გახდა ცნობილი. 76 წლის კაცი ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან, სავარაუდოდ, კლინიკის უკანა კარიდან გაიპარა.

ოჯახის ინფორმაციით, პაციენტი 27 ნოემბერს საღამოს 23:00 საათზე ერთ–ერთ ქუჩაზე შეამჩნიეს, მას შემდეგ კი კაცის კვალი დაიკარგა.