„თუ ასე გაგრძელდა, საბანკო სექტორში არსებულ დეპოზიტებს შესაძლოა, საფრთხე დაემუქროთ“

30-11-2020 20:43:57 ეკონომიკა

„ლელოს“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დღეს საქართველოს ეკონომიკა საბანკო სისტემაზე დგას, ყველაზე დიდი პრობლემა კი სისტემისადმი დაგროვილი დავალიანებებია.

მისივე თქმით, საბანკო სისტემა უკვე 1 მილიარდზე მეტ ზარალზე გავიდა, ზარალი ყოველთვიურად იზრდება და თუ ასე გაგრძელდა, „დეპოზიტებს, რმელიც საბანკო სექტორშია, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროთ“.

როგორც ხაზარაძე ამბობს, ერთის მხრივ, „სისტემაა გასაჯანსაღებელი, მეორეს მხრივ – ასამუშავებელია ახალი პორტფელები, რათა კერძო პირებსა და ბიზნესებს ფინანსური სტრესის მოხსნის შესაძლებლობა ჰქონდეთ“. ამ მიზნით კი ხაზარაძე გამოსავალს მთლიანი სისტემის რეფინანსირებაში ხედავს. კერძოდ, სახელმწიფომ უნდა შექმნას საგარანტიო ფონდი, რომელშიც ეროვნული ბანკი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები იქნებიან ჩართული, საფინანსო სისტემას გარანტორად ჩაუდგებიან, სისტემა კი საბანკო ვალდებულებებით დატვირთულ ადამიანებს 6–თვიანი საშეღავათო ვადით მისცემს თანხას ძველი ვალდებულების გადასაფარად, თუმცა ჯარიმებისა და პროცენტის გარეშე.

„ეს სქემა 40 ქვეყანაში მუშაობს“,– დასძინა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები