ევროკავშირი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სხვადასხვა ქვეყნების "უცხოელ აქტორებს" სანქციებს დაუწესებს

30-11-2020 21:57:21 მსოფლიო

ისტორიაში პირველად, ევროკავშირი დეზინფორმაციის გავრცელების გამო სანქციებს დაუწესებს "უცხოელ აქტორებს" ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა, მაგალითად, რუსეთი და ჩინეთი.

ამის შესახებ საუბარია "ევროპული დემოკრატიის სამოქმედო გეგმაში", რომლის მიღებაც 2 დეკემბრისთვის არის დაგეგმილი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ უფრო ეფექტური ბრძოლისთვის, უფრო მკაცრი ზომების გატარებაა აუცილებელი.

"ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) დაქვემდებარებაში მყოფმა დეპარტამენტმა "East StratCom Task Force"–მა, რომელიც რუსეთიდან მომავალ დეზინფორმაციას უწევს მონიტორინგს, მიმდინარე წელს კრემლის მიერ COVID-19- ის თაობაზე დეზინფორმაციის გავრცელების 500–ზე მეტი შემთხვევა გამოავლინა", – აღნიშნულია სამოქმედო გეგმაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები