Accentnews.ge
არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

01/12/2020 05:51:28 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებული არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნის გზით თანხის შეგროვებას აიძულებდა, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.

„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ვ.ე. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საკუთარ არასრულწლოვან შვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143 პრიმა-ორი მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ შრომით ექსპლუატაციას გულისხმობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S