პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 905 ფიზიკური პირი დაჯარიმდა
01/12/2020 08:22:57 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 984 შემთხვევა გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლით 79 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან, 5:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 905 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა. მათ შორის, გახანგრძლივდა გადაადგილებაზე შეზღუდვა (კომენდანტის საათი), დიდ ქალაქებში დაიკეტა სავაჭრო ობიექტები და გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ნახეთ ყველა შეზღუდვა, რომელიც ქვეყანაში 28 ნოემბრიდან ამოქმედდა.


