
აფხაზეთში სოცქსელში “აბაზა-ტელეკომის” 5325 აბონენტის მონაცემებმა გაჟონა
01/12/2020 10:52:10 კონფლიქტები
აფხაზეთში სოცოალურ ქსელში “აბაზა-ტელეკომის” 5325 აბონენტის მონაცემებმა გაჟონა, - იუწყება Telegram-არხი “АБХАЗИЯ-ЦЕНТР”.
მისივე ინფორმაციით, განსაჯაროებულია აბონენტების გვარ-სახელები, სატელეფონო ნომრები (როგორც პირადი, ისე სამსახურებრივი), email და საფოსტო მისამართები, საპასპორტო მონაცემები, სატექსტო პაროლები პირად “კაბინეტებში” შესასვლელად.
რამ გამოიწვია ინფორმაციის გაჟონვა - «Абаза-телеком»-ში ჯერ-ჯერობით არ აზუსტებენ.