Accentnews.ge
გვარამია: "რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო!"

გვარამია: "რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო!"

01/12/2020 13:08:25 სამართალი

"მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, სასამართლოდან აცნობეს, რომ 7 დეკემბრიდან მისი საქმის განხილვა განახლდება.

გვარამიას შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით "რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო".

გვარამია ვარაუდობს, რომ ამ საქმეს მმართველი პარტია ოპოზიციასთან პოლიტიკური მოლაპარაკებების დროს "სავაჭრო თემად" გამოიყენებს.

"ეტყობა, ძალიან საშურია კორონა პანდემიის პიკში და თან წინასაახალწლოდ ჩემი დაჭერა და ნეიტრალიზაცია, ან სავაჭრო თემად გამოიყენებენ მოლაპარაკებების დროს, სადაც ტყვეებით ვაჭრობა ეტყობა მოსულა, თან დიპლომატიური დაკვირეების პირობებში. ღიად ვაცხადებ, რომ არც ერთ მოლაპარაკებაში არ ვსაჭიროებ ჩემი საკითხის გამო ოცნების ტყვეებით მოვაჭრე ტერორისტულ რეჟიმთან რაიმე დათმობაზე წასვლას. გმადლობთ, მირჩევნია ჩემი ციხეში წასვლით კიდევ უფრო ჩამოვხადო ნიღაბი ივანიშვილს და კიდევ უფრო დავაჩქარო მისი სანაგვეზე გადაგდება, ვიდრე რაიმე დათმობით მისი უბოროტესი რეჟიმის გახანგრძლივებას შევუწყო ხელი", - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S