Accentnews.ge
ბექა ლილუაშვილი – გარეჯის საქმეზე: „დაცვის მხრიდან ხდება მტკიცებულებების დელეგიტიმაცია იმით, რომ წარმოდგენილია გიგი უგულავას ძმის დასკვნები“

ბექა ლილუაშვილი – გარეჯის საქმეზე: „დაცვის მხრიდან ხდება მტკიცებულებების დელეგიტიმაცია იმით, რომ წარმოდგენილია გიგი უგულავას ძმის დასკვნები“

01/12/2020 13:29:44 სამართალი

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი ბექა ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ „დავით გარეჯის საქმეში ოპოზიციის პოლიტიკური ინტერესები დევს“.

როგორც ჟურნალისტებს ბექა ლილუაშვილმა განუცხადა, „დაცვის მხრიდან ხდება მტკიცებულებების დელეგიტიმაცია იმით, რომ წარმოდგენილია გიგი უგულავას ძმის დასკვნები“.

„ოპოზიციამ პირველივე დღიდან დაიწყო ამ პროცესის პოლიტიკური შეფასებები. ჩვენ ველოდებით მიმდინარე გამოძიების შედეგებს და შესაბამისად, არ შევდივართ სამართლებრივი შეფასებების ნაწილში. თუ ამ ისტორიაში სადმე პოლიტიკური ინტერესია, ეს მთლიანად არის ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მხარეს, იმიტომ, რომ ფაქტობრივად დაცვის მხრიდან ხდება მთელი მტკიცებულებების დელეგიტიმაცია იმით, რომ წარმოდგენილია მაგალითად გიგი უგულავას ძმის დასკვნები კარტოგრაფიასთან დაკავშირებით. ჩვენ, ველოდებით გამოძიებას და სამართლებრივ შეფასებას“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S