თბილისში ორი პირი დაჭრეს
01/12/2020 17:11:28 სამართალი
თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე ორი პირი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, დაჭრა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა.
ორივე დაშავებული ჰოსპიტალიზებულია.
შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მუხლებითაა დაწყებული.


