Accentnews.ge
ქუთაისში ორი პირი ქურდობის ბრალდებით დააკავეს

ქუთაისში ორი პირი ქურდობის ბრალდებით დააკავეს

02/12/2020 06:18:03 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორმა პირმა ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრა, კომპანია "მისო ინტელექსპრესის" ფილიალის საცავის ოთახში შევიდა და ფული და ოქროს ნივთები წაიღო.

უწყების ცნობით, ერთი პირი ხელვაჩაურში, მეორე კი ქუთაისში დააკავეს.

"ერთერთი პირის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად მოპარული ოქროს ნივთებისა და თანხის ნაწილი ამოიღეს, მეორესგან კი - 2 შეკვრად დაფასოებული, 3,231 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, ნაქურდალი ფულისა და ოქროს ნივთების ნაწილი, ასევე, დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული სამუშაო იარაღები.

გამოძიება ერთი პირის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობას გულისხმობს და 3-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

მეორეს მიმართ კი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, ასევე, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას. დანაშაულები 3-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს", – აცხადებენ შსს–ში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S