Accentnews.ge
ალიევმა მოსახლეობას ლაჩინის ალტერნატიული დერეფნის მშენებლობის გეგმა გააცნო

ალიევმა მოსახლეობას ლაჩინის ალტერნატიული დერეფნის მშენებლობის გეგმა გააცნო

02/12/2020 09:01:46 კავკასია

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, ბაქო მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დასაკავშირებლად ახალი დერეფნის მშენებლობის ინიციატივით გამოდის, რის შემდეგაც ქალაქი ლაჩინი აზერბაიჯანს გადაეცემა.

«ახლა ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ლაჩინის დერეფანი ქალაქ ლაჩინზე გაივლის. ამგვარად, ეს ქალაქი დერეფნის შუაში რჩება. მე კი რუსეთის პრეზიდენტთან საუბრისას ვამბობდი, რომ ქალაქი ლაჩინიც ჩვენ უნდა დაგვბრუნებოდა. ამიტომაც გამოვდივართ ახალი დერეფნის გაყვანის ინიციატივით: შევიმუშავოთ მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელი დერეფნის მარშრუტი და ავაშენოთ. აქ დროცაა აღნიშნული - 3 წელი. თუმცა ვფიქრობ, ამას უფრო სწრაფადაც შევძლებთ. ახალი დერეფნის პარამეტრების განსაზღვრის შემდეგ ქალაქი ლაჩინიც ჩვენ დაგვიბრუნდება. ეს საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან რომ არ მიმეღწია სამმხრივ განცხადებაში მისი შეტანისთვის, ქალაქი ლაჩინი ყოველთვის იქნებოდა მოცული ლაჩინის დერეფნით», – აღნიშნა ალიევმა ხალხისადმი მორიგი მიმართვისას.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე სამმხრივი განცხადების მზადების რიგი დეტალები გაიხსენა.

«განცხადების თავდაპირველ ვერსიაში გვთავაზობდნენ, ლაჩინის დერეფნის სიგანე 30 კმ ყოფილიყო. მე კატეგორიული წინააღმდეგობა გავწიე და ვთქვი, რომ სომხური მხარის ეს ზრახვები აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო. უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად ასეთი ფართო დერეფნის აუცილებლობა არ დგას. მოგვიანებით, მეორე ვარიანტში გათვალისწინებული იყო, რომ ლაჩინის დერეფნის სიგანე 10 კმ იქნებოდა. თუმცა არც ამას დავთანხმდი და შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება 5-კილომეტრიანი დერეფნის თაობაზე. ეს საკმარისი მანძილია ჩვენთვისაც, ყარაბაღში მცხოვრები სომხებისთვისაც, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადაც», – აღნიშნა ალიევმა.

მიმდინარე წლის 9 ნოემბერს, ღამით ცნობილი გახდა სამმხრივი (აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი) განცხადების ხელმოწერის თაობაზე, რომლის თანახმად, მეომარი მხარეები დაკავებულ პოზიციებზე ჩერდებოდნენ, რეგიონში 2000-მდე რუსი მშვიდობისმყოფელი განთავსდებოდა და შეიქმნებოდა მონიტორინგის ცენტრი, – როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი – თურქეთის ჩართულობით.

1 დეკემბერს აზერბაიჯანული ქვედანაყოფები მთიანი ყარაბაღის ლაჩინის რაიონში შევიდნენ. მანამდე, 20 ნოემბერს აზერნაიჯანის არმიამ აგდამის რაიონი დაიკავა, 25 ნოემბერს კი - ქელბაჯარის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S