Accentnews.ge
საქართველოს მთავრობამ აფხაზეთს გრიპის ვაქცინის 10 000 დოზა გადასცა

საქართველოს მთავრობამ აფხაზეთს გრიპის ვაქცინის 10 000 დოზა გადასცა

02/12/2020 09:16:23 კონფლიქტები, საზოგადოება

საქართველოს მთავრობამ ოკუპირებულ აფხაზეთს გრიპის ვაქცინის 10 000 დოზა გადასცა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

“ჩვენ გრიპის ვაქცინის 235 000 დოზა შევიძინეთ, თუმცა გრიპის ვაქცინის დოზა გაცილებით მეტი იყო, რადგან კერძო სექტორს 60-70 000 დოზა ჰქონდა შესყიდული. 160 000 დოზა დახარჯულია. 10 000 დოზა აფხაზეთს გადავეცით. ასევე აიცრა ჯარი და რისკ ჯგუფები. მოიხსნა შეზღუდვა, რომელიც 65 წლიან ასაკთან დაკავშირებით იყო და ყველას შეუძლია აიცრას. სამწუხაროდ, მიმართვიანობა მაღალი არ არის, მით უფრო, რომ არის ვაქცინის ხელმისაწვდომობა. არც ერთ წელიწადს გრიპის ამდენი ვაქცინა არ გვქონია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S