Accentnews.ge
ალიევი: “თურქეთისკენ ახალი სატრანსპორტო დერეფნის შექმნა პირველხარისხოვანი ამოცანაა”

ალიევი: “თურქეთისკენ ახალი სატრანსპორტო დერეფნის შექმნა პირველხარისხოვანი ამოცანაა”

02/12/2020 10:04:47 კავკასია

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, ყარაბაღის ირგვლივ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში თურქეთისკენ ახალი სატრანსპორტო დერეფნის ჩამოყალიბება, ასევე აზერბაიჯანის ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირება პირველხარისხოვანი ამოცანაა.

«რამდენიმე წლის წინ ჩვენ ექსპუატაციაში ჩავუშვით სარკინიგზო ხახი ბაქო-თბილისი-ყარსი. ეს უკვეა სარკინიგზო კავშირი აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის. თუ ახალი პროექტიც განხორციელდება (მე კი ამაში დარწმუნებული ვარ), ეს იქნება ახალი კავშირი და ამით სარგებლის მიღებას ხუთივე ქვეყანა შეძლებს. რა შეიძლება, იყოს უკეთესი რეგიონული თანამშრომლობისა და უსაფრთხოებისთვის? - არაფერი. ვინაა ამის ინიციატორი? - ჩვენ. ვინ ჩართო ეს პუნქტი შეთანხმებაში? - მე. დღეს უკვე ვხედავთ მუშაობას ამ მიმართულებით. “აზერბაიჯანის რკინიგზას” უკვე დაევალა, გააანალიზოს მტრის მიერ დანგრეულ სარკინიგზო ხაზ გორადიზ-ზანგილანის მდგომარეობა, მოამზადოს წინასწარი გათვლები. ამავდროულად, რუსეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში სარკინიგზო ხაზების აღდგენის საკითხიც განვიხილეთ», – განაცხადა ალიევმა მოსახლეობისადმი მორიგი მიმართვისას.

მან განმარტა, რომ მოლაპარაკებები წარმოებს რუსეთთან და არა ერევანთან იმიტომ, რომ სომხეთის სარკინიგზო გზები რუსულ სახელმწიფო კომპანიას ეკუთვნის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S