Accentnews.ge
დიღმის მასივში მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალის დაყაჩაღების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

დიღმის მასივში მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალის დაყაჩაღების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

03/12/2020 10:10:49 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაცვის პოლიციის თანამშრომელი "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული 27 ნოემბერს, თბილისში, დიღმის მასივში მდებარე "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალში შეიჭრა, იარაღის მუქარით მოლარეს 10 000-ზე მეტი ლარის ოდენობის თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ის "ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში დააკავეს". დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად დანაშაულის ჩადენის იარაღი - ხმოვანი პისტოლეტი და ყაჩაღური გზით გატაცებული თანხის ნაწილი ამოიღეს. მათივე ინფორმაციით, ის დანაშაულს აღიარებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს", – აცხადებენ შსს–ში

შსს-ს ცნობით, ვინაიდან ბრალდებული დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, საქმე გამოსაძიებლად გენერალურ პროკურატურას გადაეცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S