შვილისა და მისი მეგობრების მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის ახალგაზრდა კაცი დააკავეს
03/12/2020 10:33:13 სამართალი
სამართალდამცვალებმა 40 წლის კაცი წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებული თავისი არასრულწლოვანი შვილისა და შვილის თანატოლი მეგობრების მიმართ სჩადიოდა გარყვნილ ქმედებებს, რომელთა ნაწილის ვიდეოგადაღებასაც ახორციელებდა.
შსს–ში აცხადებენ, რომ ვიდეოჩანაწერები საქმეში ნივთმტკიცების სახითაა წარმოდგენილი.
„ასევე დადგენილია, რომ გ.გ.-ს არასრულწლოვნებთან სექსუალური ხასიათის მიმოწერა ჰქონდა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, პოლიცია განაგრძობს საგამოძიებო მოქმედებებს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა არასრულწლოვნების გამოკვეთა-დადგენის მიზნით.
დანაშაული ხუთიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


