Accentnews.ge
ენგურის ხიდი დროებით იხსნება

ენგურის ხიდი დროებით იხსნება

03/12/2020 12:48:28 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ენგურის ხიდზე გადასვლა ცალმხრივად იქნება შესაძლებელი.

3 დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლის უფლება ექნებათ იმ ადამიანებს, ვისაც აფხაზური დოკუმენტები აქვთ და ცხოვრობენ ოკუპირებულ აფხაზეთში. ასევე, ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, აუცილებელია გადასვლის მსურველებს ჰქონდეთ საქართველოში გაცემული ცნობა „კოვიდ-19“-ზე უარყოფითი პასუხით.

გადასვლა შესაძლებელი იქნება დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე.

ენგურის ხიდზე მოძრაობა სოხუმმა „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო გაზაფხულზე აკრძალა, თუმცა აგვისტოში დროებით ცალმხრივად იყო გახსნილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S