Accentnews.ge
ერევანში  დაუმორჩილებლობის აქცია მიმდინარეობს

ერევანში  დაუმორჩილებლობის აქცია მიმდინარეობს

03/12/2020 19:56:08 კავკასია

ერევანში მოქალაქეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დაუმორჩილებლობის აქციას მართავენ: ისინი აწყობენ მსვლელობებს და მცირე ხნით კეტავენ ქუჩებს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პოლიტოკოსს, რომელმაც ხელი მოაწერა 9 ნოემბრის შეთანხმებას, არ აქვს უფლება, ეკავოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

45 დღიანი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, სომხეთი და აზერბაჯანი რუსეთის შუამავლობით 9 ნოემბერს შეთანხმდნენ ცეცხლის სრულმასტაბიან შეწყვეტასა და მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო მისიის დაწყებაზე.

ერთობლივი განცხადებით აზერბაიჯანმა შეინარჩუნა ბრძოლებით დაკავებულები ტერიტორიები მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო. გარდა ამისა, სომხეთმა აზერბაიჯანს 1 დეკემბრამდე დაუბრუნა აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონები, რომლებზეც ბაქოს 1994 წლიდან ჰქონდა დაკარგული კონტოლი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S