Accentnews.ge
გამოძახებაზე გასული სასწრაფოს მანქანა ავარიაში მოჰყვა

გამოძახებაზე გასული სასწრაფოს მანქანა ავარიაში მოჰყვა

04/12/2020 03:49:47 სამართალი

სამეგრელოში, ჩხოროწყუ-მუხურის გზაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, რომელსაც დაშავებული გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა: არსებული ინფორმაციით, სასწრაფოს მანქანა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილს შეეჯახა. ავარია 3 დეკემბერს მოხდა.

მომხდარის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სასწრაფოს 2 ექიმი და მძღოლი, ასევე პირი, რომელიც მეორე ავტომობილს მართავდა. გარდა ამისა, დამძიმდა იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელიც მანამდეც ავარიაში იყო მოყოლილი და სასწრაფოს საავადმყოფოში გადაჰყავდა.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია).

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S