Accentnews.ge
"ზურამ ჩვენ გარკვეული ულტიმატუმი წამოგვიყენა, თუმცა მიზეზი დღემდე არ ვიცით"

"ზურამ ჩვენ გარკვეული ულტიმატუმი წამოგვიყენა, თუმცა მიზეზი დღემდე არ ვიცით"

04/12/2020 08:27:49 საშინაო პოლიტიკა

“გირჩის” წევრ ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ თანაპარტიელების ნაწილს გარკვეულწილად ულტიმატუმი წამოუყენა.

რაქვიაშვილის თქმით, ჯაფარიძის ქმედების მიზეზი მისთვის დღემდე უცნობია.

“გუშინწინ საღამოს ზურამ ჩვენ გარკვეული ულტიმატუმი წარგვიდგინა, რომლის შინაარსი იყო, რომ ჩვენ პარტიის მართვას უნდა ჩამოვცილებოდით და უნდა ყოფილიყო გარკვეული ცენზურა – რაზე ვილაპარაკოთ და რაზე არ ვილაპარაკოთ. “გირჩში” რომ ვიღაცამ ცენზურა დააწესოს თემებზე ან პოზიციებზე, ბუნებრივია, ეს წარმოუდგენელი რამ არის. გუშინ იყო რამდენიმე მცდელობა, ზურასთან საუბარი ყოფილიყო, რომელიც არ შედგა. მარტო ვახო მეგრელიშვილს სამი ასეთი მცდელობა ჰქონდა. მიზეზი ულტიმატუმის და ზურას დღევანდელი განცხადების ჩვენც არ ვიცით. ზურამ განაცხადა, რომ ჩვენი გზები გაიყო, მაგრამ ეს რას ნიშნავს, არ ვიცი. ისე როგოც გაცხადებული აქვს, ალბათ, თითონ მიდის, მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია "გირჩი", ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გარეშე”, – განახადა რაქვიაშვილმა.

რაქვიაშვილის თქმით, ოპოზიციასთან თანხმობის გარეშე, პარლამენტში შესვლა გამორიცხულია.

ცნობისთვის: ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ იგი პარტიის წევრებთან – იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილსა და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას აღარ აპირებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S