Accentnews.ge
არსებული ინფორმაციით, პროდიუსერი და მომღერალი ჯიმი მაქაცარია დააკავეს

არსებული ინფორმაციით, პროდიუსერი და მომღერალი ჯიმი მაქაცარია დააკავეს

04/12/2020 11:08:47 სამართალი

არსებული ინფორმაციით, შსს–ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა პროდიუსერი და მომღერალი ჯიმი მაქაცარია დააკავეს.

საქმე სავარაუდოდ აშშ–ის ვიზების თემას ეხება. „აქცენტი“ ინფორმაციის გადამოწმებას შსს–ში შეეცადა, სადაც პირის იდენტიფიცირებისგან თავი შეიკავეს და შეგვახსენეს დღის პირველ ნახევარში შსს–ს მიერ გავრცელებული რელიზი.

ოფიციალური რეალიზის თანახმად, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს ორი მოქალაქე ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის დამზადების სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, დაკავებულებმა წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით თანხის მიღების მიზნით, საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე მოატყუეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მიღებაში დაეხმარებოდნენ, რის სანაცვლოდაც მოსთხოვეს 17 000 აშშ დოლარი, საიდანაც 8 500 აშშ დოლარი წინასწარ, ნაწილ-ნაწილ თავიანთ ანგარიშზე ჩაარიცხვინეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S